ფერმერთა კონგრესი

გამოქვეყნებული 20 ივნ. 2019 წასაკითხი დრო 2 წუთი
Farmers' Congress
© Foto: Ramaz Chichinadze

ბრიჯ- ინოვაცია და განვითარება და საერთაშორისო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ ქართველ ფერმერებთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად მცირე ფერემერებისათვის ადგილობრივი საბაზრო კავშირების გაძლიერებაზე - არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

2019 წლის 21 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ და ჩეხური ორგანიზაცია ფიფლ ინ ნიდ“ აწყობს საქართველოს ფერმერთა კონგრესს, რომელიც ჩატარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში -„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“

მედიას ვიწვევთ ღონისძიებაზე 21 ივნისს, 10:00-დან 16:00 საათამდე, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგში“ (მისამართი: თბილისის ზღვის ახალი ქალაქი)

კონგრესს გახსნიან:

• ქეთი გეთიაშვილი - ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება

• კრისტინა კასელა - ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

• გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

• ონდრეი ნადვორნიკ - „ფიფლ ინ ნიდ“ -ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი

კონგრესს დაესწრებიან სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენელი ფერმერები საქართველოს რეგიონებიდან, ასევე საქართველოს მთავრობის და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრის ფორმატი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს იმსჯელონ მცირე ფერმერებისათვის ადგილობრივი საბაზრო კავშირების გაძლიერებაზე - არსებულ გამოწვევებზე და განიხილონ მთავრობის და კერძო სექტორის როლი ამ გამოწვევების საპასუხო პოლიტიკის ფორმირებაში.

კონგრესის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგს ფერმერებს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რაც საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კონგრესის მონაწილეები იმსჯელებენ კერძოდ თუ რა გამოწვევები აქვთ ფერმერებს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გასაღების კუთხით. კონგრესი ასევე საშუალებას მისცემს მცირე ფერმერებს დაამყარონ და გაცვალონ კონტაქტები სამომავალო თანამშრომლობის მიზნით.

საქართველოს ფერმერთა კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ფერმერებისა და გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების დაახლოებასა და მათ დიალოგს.

მედიისათვის საკონტაქტო პირები: ნინო გვიანიშვილი ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება, კომუნიკაციების კოორდინატორი: NGvianishvili@bridge.org.ge, 591 119 192, რამაზ ჭიჭინაძე, "ფიფლინნიდ" კომუნიკაციის ოფიცერი, Ramaz.chichinadze@peopleinneed.cz, 555 980 900.

პროექტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობისადმი ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს მიმართულია რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებასა და მათი მეშვეობით აგრარულ რეგიონებში ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის დანერგვის ხელშეწყობაზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე. 

Autor: Ramaz Chichinadze, Communication Officer

მსგავსი სტატიები