ჩვენს შესახებ

გლობალურად, PIN ისწრაფვის სამყაროსკენ, რომელშიც არ არსებობს, სიღარიბე, შესაძლებლობების სიმცირე ან დისკრიმინაცია.

ორგანიზაციამ „ფიფლ ინ ნიდ" საქართველოში ფუნქციონირება 2006 წელს, საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოსახლეობის რეინტეგრაციის ხელშეწყობით დაიწყო. დღესღეობით, საქმიანობის დაწყებიდან 12 წლის თავზე, PIN-ის მისია საქართველოში საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ამოსავალ პრინციპს კვლავ წარმოადგენს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უზრუნველყოფა უფლებით თავისუფლად განკარგონ საკუთარი სიცოცხლე.

საქართველოში PIN-ის საქმიანობის მთავარი მიზანია სიღარიბისა და უთანასწორობის დაძლევა, განსაკუთრებით სოფლად, შემდეგი მიდგომების გამოყენებით:

1) ღარიბი მოსახლეობის მიერ ეკონომიკური ზრდიდან სარგებლის მაქსიმალურად მიღება (სოფლის მეურნეობის განვითარება)

2) მოსახლეობის, ორგანიზაციებისა და ქსელების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ მიერ ცვლილებების ადვოკატირებისა და შემდგომი დანერგვის მიზნით (სამოქალაქო საზოგადოების განვითარება) და

3) საზოგადოების უკიდურესად ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, რომლებიც დარჩენილნი არიან პროცესებს მიღმა (სოციალური დაცვა და ინტეგრაცია).

დღესდღეობით, PIN-ი თავის საქმიანობას ახორციელებს თბილისში, ქუთაისსა და ყაზბეგში მოქმედი ცენტრალური ოფისების საშუალებით და თანამშრომლობს 10-ზე მეტ ადგილობრივ პარტნიორულ ორგანიზაციასთან.

სრული ტექსტი ნაკლები ტექსტი