მიტლაიდერი – ინოვაციური მეთოდოლოგია, რომელმაც შესაძლოა ძირეული გარდატეხა შეიტანოს სოფლის მეურნეობაში

გამოქვეყნებული 20 ნოე. 2018 წასაკითხი დრო 4 წუთი
რამაზ ჭიჭინაძე
© Foto: რამაზ ჭიჭინაძე

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კლიმატი განიცდის სწრაფ და მნიშვნელოვან ცვლილებებს; მიუხედავად იმისა, თუ რა საპასუხო ზომები იქნება მიღებული, მოსალოდნელია, რომ პროცესი კვლავ გასტანს მომავალში. კლიმატის ცვლილება მრავალ გამოწვევას უქადის სოფლის მეურნეობას. ტემპერატურის ზრდის პარალელურად, ახალ ფორმებს იძენს მავნე ორგანიზმები და დაავადებები; შედეგად კი, საფრთხის ქვეშ დგება სურსათის უსაფრთხოება, ვაწყდებით ახალ რისკებს სოფლის მეურნეობაში. 

საქართველოს შემთხვევაში, კლიმატის ცვლილებას თან ერთვის ის გამოწვევები, რომლებიც ნიშანდობლივია ნიადაგზე დამოკიდებული, სოფლის მეურნეობით დაკავებული მცირე ქვეყნებისთვის. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ინოვაციური მიდგომები საციცოცხლო მნიშვნელობას იძენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

აღიქვამს რა საკითხის აქტუალობას და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს, ორგანიზაცია “ფიფლ ინ ნიდ” (PIN), ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოსციაცია „ელკანა“-სთან ერთად, 2014 წლიდან დაკავებულია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ინოვაციური მეთოდების დანერგვით, სადემონსტრაციო ფერმების მოწყობით, რომლებიც წარმოადგენს ფერმერთა განათლების ამაღლების ეფექტურ საშუალებას.

PIN-ის მიერ მხარდაჭერილი, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდოლოგია არის მიტლაიდერის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს მოსავლის მოყვანას სპეციალური ყუთების გამოყენებით. აღნიშნული მეთოდი საშუალებას აძლევს ფერმერებს მოსავალი მოიყვანონ მცირე ფართზე, არასტაბილურ და მკაცრ კლიმატურ პირობებში, ცუდ ნიადაგზე. მეთოდი ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს პირობებს.

მიტლაიდერის ყუთი წარმოადგენს უძირო, ხის ან ბეტონის ჩარჩოს, რომლის სიგანე, ჩვეულებრივ, არის 1 მეტრი, სიგრძე – 9 მეტრი და სიღრმე – 20 სანტიმეტრი. ის შესაძლოა იყოს ნებისმირი ზომის, განთავსებული ნებისმიერ ადგილას. მისი ავსება ხდება “საგანგებოდ დამზადებული ნიადაგით” – ნახერხის და ქვიშის ნარევით ან სხვა ორგანული და ინერტული მასალების კომბინაციით.

მიტლაიდერის მეთოდოლოგია პირველად გამოყენებულ იქნა ბაღდათში (იმერეთის რეგიონი, დასავლეთ საქართველო), შალვა კვინიხიძის მიერ. შალვას საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი, რომლის ფართი შეადგენდა 500 კვადრატულ მეტრს. შალვასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა მოსავლის საკმარისი ოდენობით მიღება სტანდარტული მეთოდების გამოყენებით. არსებულმა პირობებმა აიძულა იგი მოეძია ალტერნატიული გზები, რომლებიც უზრუნველყოფდა მიწის მცირე ნაკვეთიდან მაქსიმალური შედეგის მიღებას.

„ბოსტნეულის მოყვანის მეთოდების შესწავლისას, შემთხვევით გადავაწყდი ვიდეოს YouTube-ზე, სადაც საუბარი იყოს მებაღეობის მიტლაიდერის მეთოდის შესახებ; მეთოდი საკმაოდ მიმზიდველი ჩანდა იმ მიზეზით, რომ მნიშვნელოვნად ზრდიდა პროდუქტიულობას მცირე დანახარჯებით, არაორგანული პესტიციდებისა და მინერალური სასუქების გამოყენების გარეშე. ეს იყო სწორედ ის, რაც მჭირდებოდა” – განაცხადა შალვამ.

დამატებითი მოკვლევის შედეგად, შალვამ შეიტყო, რომ არსებობდა მისი ახალი იდეის ხორცშესხმის ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობა – ეს დაემთხვა სწორედ იმ პერიოდს, როცა ENPARD- ისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ დაფინანსებული PIN-ის კოოპერატივების განვითარების პროექტის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სადემონსტრაციო ფერმის მოწყობასა და ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე.

შალვამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში; მისი განაცხადი განიხილა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“, რომელიც წარმოადგენდა PIN- ის პარტნიორს ENPARD- ის პროექტის ფარგლებში და ფოკუსირებული იყო ფერმერთა ტექნიკური განათლების სხვადასხვა ასპექტებზე. მცირე პერიოდში, შალვას შესთავაზეს დახმარება „ნოუ–ჰაუსა“და ფინანსური მხარდაჭერის სახით.

„ჩვენთვის ცნობილი იყო აღნიშნული მეთოდი, ჩვენ ვცადეთ მისი გამოყენება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; შალვას განაცხადში, აშკარად ჩანდა მეთოდის მიმართ დიდი ინტერესი და გრანტის მიზნობრივად გამოყენების სურვილი … მივხვდით, რომ „ეს იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა … შალვასთან გავიარეთ რამდენიმე დღიანი კონსულტაცია; ჩვენმა ექსპერტებმა განახორციელეს მონიტორინგი. შედეგად, გავეცით გრანტი“, აცხადებს ენპარდის პროექტის კოორდინატორი, ალეკო ბაღდაძე.

მცირე პერიოდში, შალვამ საკუთარ ეზოში მცირე ზომის მიტლაიდერის ტიპის ბაღი მოაწყო. ელკანას სპეციალისტების მიერ ჩატარებული ტრენინგების მიუხედავად, შალვას არ ჰქონდა აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსავალი არ იყო იმდენად პროდუქტიული, როგორც შალვა მოელოდა, აშკარა იყო, რომ შემდგომ განვითარებასთან ერთად, შედეგიც არ დააყოვნებდა.

„მიტლაიდერის მეთოდს ახასიათებს რამდენიმე გამორჩეული თვისება. მცენარეთა ზრდის ხელშეწყობა ხდება თავიდანვე, თესლის გაღვივებით სათბურში. შემდეგ, ნერგების გადარგვა ხდება 45 სმ სიღრმის მქონე ნიადაგის კვალში ან ხისგან დამზადებულ ვიწრო ჩარჩოში. მცენარეთა ზრდის მიმართვა ხდება ვერტიკალურად, რათა მინიმუმალური ფართზე მოხდეს მაქსიმალური მოსავლის მიღება. გამოიყენება ხელოვნური ნიადაგი, დამზადებული ქვიშის, ნახერხის, ჩალისა და სხვა ინერტული მასალების ნარევისგან; მისი გაჯერება ხდება სასუქით. აღნიშნული ნარევი, სპეციფიური სასუქებით გაჯერებული, შეიძლება მრავალჯერადად იქნას გამოყენებული ახალი მოსავლისთვის. როგორც ხედავთ, მეთოდი ძალზედ პრაქტიკული და მარტივია. თუმცა, ჩემთვის, მიტლაიდერის გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ მეთოდი სრულად იცავს ფერმას ბაქტერიებისა და დაავადებებისგან“, – განმარტავს შალვა.

თავდაპირველად, მეგობრები და თანასოფლელები სკეპტიციმით უყურებდნენ შალვას წამოწყებას. თუმცა, მათი დამოკიდებულება მალევე შეიცვალა, რადგან შალვამ შეძლო მცირე ზომის აღში იმავე ოდენობის მოსავალის მიღება, რასაც მეზობლები იღებდნენ ბევრად უფრო დიდ მიწის ნაკვეთებზე.

წელს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თითქმის ყველა ფერმერის პომიდორი დააზიანა უცნობმა დაავადებამ; შედეგად , მნიშვნელოვნად შემცირდა მოსავლის მოცულობა და ხარისხი …

დაავადებას გადაურჩა მხოლოდ შალვას მიტლაიდერის ბაღი. მიზეზი კი არის ის, რომ მეთოდი საჭიროებს მხოლოდ ქვიშისა და ნახერხისგან დამზადებულ ხელოვნურ ნიადაგს, მაშინ როცა ბუნებრივი ნიადაგი შეიძლება იყოს ძირითადი წყარო ხვადასხვა სახის ბაქტერიისა, რომელიც ზიანს აყენებს მცენარეებს.

„დაავადებამ გვაჩვენა, რომ დროა ვიფიქროთ ინოვაციურ მიდგომებზე და დავნერგოთ ახალი ეკოლოგიური ტექნოლოგიები. მიტლაიდერის მეთოდი უდაოდ არის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური და ინოვაციური მეთოდი, რომლის გადაღებასაც ვგეგმავ საკუთარ ბაღში” – ამბობს შალვას მეზობელი, დავით გორგოძე.

„მნიშვნელოვნად შემცირდა მოსავლის დაავადების რისკები; შედეგად, მოსავალი გაიზარდა 30-40%-ით, ასევე მოიმატა შემოსავალმა გაყიდვებიდან. აშკარაა, რომ ფერმერები გამოხატავენ მზარდ ინტერესს მეთოდის მიმართ. მეთოდის დემონსტრაციისას, ძირითადი გამოწვევაა მცირე აუდიტორია – აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაცნოთ იგი რაც შეიძლება მეტ ფერმერს. მოცემული სადემონსტრაციო ფერმა შეიქმნა არა შალვასთვის, არამედ ფერმერთა მთლიანი საზოგადოებისთვის რაიონში…”, აცხადებს დავით ჭელიშვილი, ENPARD/PIN-ის საველე ოპერაციების მენეჯერი.

Autor: რამაზ ჭიჭინაძე, კომუნიკაციის ოფიცერი

მსგავსი სტატიები