მოწვევა საინფორმაციო შეხვედრაზე

მოწვევა საინფორმაციო შეხვედრაზე

ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 25 წლის მანძილზე 37 ქვეყანაში განახორციელა სხვადასხვა სახის პროექტი.

PIN საქართველოში 2006 წლიდან მუშაობს და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, ასევე ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას.

2018 წლის ივნისიდან PIN-მა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით დაიწყო პროექტი - „მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება საქართველოში,“ რომლის მიზანია ქვეყანაში მეფუტკრეობის პროდუქციის ხარისხისა და პროდუქტიულობის ზრდის ხელშეწყობა, წარმოებისა და გადამუშავებაში მოწინავე პრაქტიკის და ეფექტური მეთოდების დანერგვის გზით, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ხარისხიანი მეფუტკრეობის პროდუქციის მოცულობისა და ღირებულების ზრდას.

პროექტი ხორციელდება შემდეგ სამიზნე რეგიონებში: კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი და გურია;

აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო ზომის, 40-მდე სკის მფლობელ მეფუტკრეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიარონ უფასო თეორიული და პრაქტიკული სასწავლო კურსი (7 სალექციო დღე), რეგიონებში მოღვაწე მოწინავე მეფუტკრეების საწარმოებში, მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების მიერ შედგენილი მეფუტკრეობის სახელმძღვანელოს მიხედვით და სასწავლო კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში, რომელიც გამოცხადდება მიმდინარე წლის ივნისში.

დაინტერესებულ მცირე და საშუალო მეფუტკრეებს ვიწვევთ საინფორმაციო შეხვედრებზე, სადაც დეტალურად იქნება მოწოდებული ინფორმაცია ხსენებული პროექტის შესახებ და ამომწურავად გაეცემა პასუხი ყველა შეკითხვას სასწავლო კურსისა და ტექნიკური დახმარების შესაძლებლობების შესახებ. ასევე მონაწილეები შეავსებენ მარტივ სარეგისტრაციო ფორმას, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან კურსის მსმენელები.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება სამიზნე რეგიონების ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში ქვემოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით:

საინფორმაციო შეხვედრების განრიგი:

დასავლეთ საქართველო:
  • ტყიბული - 19 მარტი 11:00-13:00 ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, საკრებულოს დარბაზი, მესამე სართული, კარლო ლომაძის მოედანი N3
  • ვანი - 21 მარტი 12:00-14:00 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, მე-3 სართული, თავისუფლებს ქუჩა N65
  • ბაღდათი - 21 მარტი 15:00-17:00 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, პირველი სართული; წერეთლის ქუჩა N9
  • თერჯოლა - 22 მარტი 11:00-13:00 თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, საკრებულოს დარბაზი, მე-2 სართული, რუსთაველის ქ. N109
  • ოზურგეთი - 26 მარტი - 11:00-13:00 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, საკრებულოს სხდომათა დარბაზი, მე-2 სართული, მ. კოსტავას ქუჩა N1
  • ჩოხატაური - 26 მარტი 15:00-17:00 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, საკრებულოს სხდომათა დარბაზი, წერეთლის ქუჩა N2
  • წყალტუბო - 28 მარტი 14:00 -16:00 წყალტუბო მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, საკრებულოს დარბაზი, მე-2 სართული, რუსთაველის ქუჩა N25
  • ცაგერი - 2 აპრილი 13:00 -15:00 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, საკრებულოს დარბაზი, რუსთაველის ქუჩა N69
  • ხონი -  3 აპრილი 12:00-14:00 ხონის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, შეხვედრების დარბაზი, პირველი სართული, თავისუფლების მოედანი N6
  • სამტრედია - 4 აპრილი 12:00-14:00 სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, საკრებულოს სხდომათა დარბაზი, მე-2 სართული, რესპუბლიკის ქუჩა N6
აღმოსავლეთ საქართველო:
  • ყაზბეგი - 20 მარტი 11:00-13:00 ალ. ყაზბეგის #26, მე-2 სართული, სასწავლო-ინტელექტუალური ცენტრის შეხვედრების დარბაზი.
  • დუშეთი - 26 მარტი 12:00-14:00 დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, შეხვედრების დარბაზი, რუსთაველის ქუჩა N27
  • თიანეთი - 27 მარტი 12:00-14:00 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა, შეხვედრების დარბაზი
  • მცხეთა - 28 მარტი 12:00-14:00 მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის (ახალი შენობის შეხვედრების დარბაზი). ანტიოქიის ქ #7.
  • გურჯაანი - 2 აპრილი 12:00-14:00 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პატარა სააქტო დარბაზი, ნონეშვილის გამზ. #13
  • ყვარელი - 3 აპრილი 12:00-14:00 ყვარელის მუნიციპალიტეტის მერია, შეხვედრების დარბაზი, კუდიგორის ქუჩა #1
  • ახმეტა - 11 აპრილი 12:00-14:00 ახმეტის კულტურის სახლი, ჭანტურიას ქუჩა N1
  • თელავი - 12 აპრილი 12:00-14:00 თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობა, საკრებულოს დარბაზი, ერეკლე II-ის #16.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ PIN-ის ოფისებს ან თქვენს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრებს.

PIN-ის ოფისების მისამართები:

ქუთაისი, სოლომონ პირველის ქ. # 27; 599 30 13 05; ელ.ფოსტა: teona.purtskhvanidze@peopleinneed.cz

თბილისი, გ. ქიქოძის #16  595 65 55 57; ელ.ფოსტა: vitali.dundua@peopleinneed.cz

ავტორი: Ramaz Chichinadze, Communication Officer