ევროკავშირი წყალტუბოში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს

ევროკავშირი წყალტუბოში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს

5. 6. 2019

წყალტუბო, 2019 წლის 8 ივნისი – ევროკავშირი, მის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) და „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან“ (GIPA) ერთად, მართავს სოფლის განვითარების ახალი პროექტის „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებას. პროექტი ითვალისწინებს სოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული, ინკლუზიური მოდელის დანერგვას და მუნიციპალიტეტის ყველა თემის წარმომადგენლის ჩართულობას.

მედიას ვიწვევთ ღონისძიებაზე 8 ივნისს, 14:00 სთ-ზე, წყალტუბოში, სასტუმრო „ლეჯენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ (რუსთაველის ქუჩა 23).

ღონისძიებას გახსნიან:

მისი აღმატებულება კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ბ-ნ იან ჩერნიკი, ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი საქართველოში

ბ-ნ ზვიადი შალამბერიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული

ბ-ნ ცოტნე ზურაბიანი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

ბ-ნ გრიგოლ იოსელიანი, ქ. წყალტუბოს მერი

ქ-ნ დიონ ბატერსბი, PIN-ის საქართველოს მისიის დირექტორი

ქ-ნ ნანა ქაშაკაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის მიზნები და ამოცანები, ასევე ზოგადად სოფლის განვითარების ევროპული მოდელის, LEADER მიდგომის მნიშვნელობა საქართველოსთვის. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ჩეხეთის საელჩოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი და მუნიციპალური მთავრობის, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მედიას და დამსწრე საზოგადოებას გეპატიჟებით ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე წყალტუბოს პარკში, სასტუმრო „არგოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ოფიციალური გახსნა 17:00 სთ.

პროექტის შესახებპროექტი “წყალტუბოს განვითარების ჯგუფი” ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროექტი წყალტუბოს რეგიონში LEADER-ის მიდგომის დანერგვით, წვლილს შეიტანს სიღარიბის შემცირებაში და განავითარებს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვას. მცირე გრანტების ფარგლებში მხარდაჭერილი იქნება ინდივიდუალური ბიზნეს და სოციალური, ინიციატივები რომლებიც ინოვაციას შეიტანენ რეგიონში და გააუმჯობესებენ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს.

ENPARD-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.enpard.ge

საკონტაქტო პირები:

მაკა ცერცვაძე, პროექტის კოორდინატორი, 591 15 15 43, maka.tsertsvadze@peopleinneed.cz

თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ხელმძღვანელი, 595 989916, tamark@actionprgroup.com

ავტორი: ENPARD, Communication Unit