პინ-მა უკეთესი მომავლის რწმენა დააბრუნა ჩვენს ოჯახებში

პინ-მა უკეთესი მომავლის რწმენა დააბრუნა ჩვენს ოჯახებში

ჩვენ ვსტუმრობთ სოფელ გოჩა ჯიხაიშს, ღარიბ სასოფლო სამეურნეო თემს, რომელიც ქუთაისიდან დასავლეთით 35 კილომეტრში მდებარეობს. ვიზიტის მიზანია 2014 წელს ჩამოყალიბებული კოოპერატივ "ლელო"-ს პროგრესის შესწავლა, რომელმაც ჩამოყალიბებიდან რამოდენიმე თვეში პინ-ისაგან გრანტი მიიღო.

ვიზიტის შესაჯამებლად ვზივართ მრგვალ მაგიდასთან კოოპერატივი-ს ეზოში და ვსაუბრობთ "ლელო"-ს ისტორიის შესახებ, მის წევრებთან: მამუკა ვაშაკიძესთან, გია გუდავასთან, ლამზირა ხვედელიძესთან, ელენე კიკვიძესა და ელგუჯა ჯანელიძესთან. საუბართან ერთად ვაგემოვნებთ კოოპერატივის წარმოებულ სხვა და სხვა სახის ყველსა თუ რძის სხვა პროდუქტებს. დრო და დრო მამუკა და გია გადიან ყველის საწყობში და სულ ახალ ახალი ყველის ნიმუშებით ბრუნდებიან, მაგიდა სავსეა კოოპერატივის პროდუქციით და იქმნება შთაბეჭდილება რომ "ლელო"-ს მარაგი ამოუწურავია.

"ჩემ ბაბუას ბოსტნეული მოჰყავდა ისევე როგორც მამაჩემს, და მეც იგივე ბიზნესით ვიყავი დაკავებული 2014 წლამდე. ჩემი ოჯახი სოფელში მცხოვრები სხვა მრავალი ოჯახის მსგავსად ფლობდა ერთ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, სწორედ ეს იყო ჩვენი სიღარიბის მიზეზი. ისეთ ლოკალურ აგრო კლიმატის პირობებში როგორიც ჩვენს მხარეს გააჩნია, ასეთმა მცირე მიწამ შეიძლება მხოლოდ ოჯახის მხოლოდ მინიმალური მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, და რა თქმა უნდა არ გრჩებოდა თანხა რომელსაც ფერმის გაფართოვებაში ჩადებდი," ამბობს გია გუდავა კოოპერატივის დირექტორი.

"წლების მანძილზე, ხუთი ბავშვობის მეგობარი, რომლებსაც გვქონდა სოფლის მეურნეობაში გამოცდილება, ვცდილობდით გვეპოვა პრობლემის გადაჭრის გზა, ეს იქნებოდა ერთობლივი ძალისხმევით თუ ინდივიდუალურად. ჩვენი მცდელობები სულ უშედეგო არ იყო, იყო შემთხვევები როდესაც ვაღწევდით წარმატებებს, მაგრამ წარმატება მცირე იყო და მხოლოდ ცოტა ხნით თუ გგვრიდა ეკონომიკურად შვებას. ჩვენ გვინდოდა ხანგრძლივი და ხელშესახები წინსვლა, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო რადიკალური ცვლილებები და დიდი ფინანსური რესურსები, რომელიც ჩვენ მცირე ფერმერმერებს ვერასოდეს გვექნებოდა. ჩვენი მოუმზადებლობა შეგვეფასებინა რისკები კიდევ ერთი დაბრკოლება იყო ჩვენთვის რომელიც ხელს გვიშლიდა შეგვეცვალა ჩვენი ბიზნეს მიდგომები," დაამატა მამუკა ვაშაკიძემ, ენერგიულმა და მხიარულმა 40-ს მიღწეულმა კოოპერატივის, როგორც მასე ეძახიან , "სულმა და გულმა".

2013 წლის შემოდგომა იყო, როდესაც დავიღალეთ ჩვენი წუწუნისა და შიშებისაგან და გადავწყვიტეთ ერთობლივად გადავსულიყავით მესაქონლეობაზე, ბიზნესი რომელიც არ ითხოვდა დიდ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებს, მაგრამ რომლისთვისაც საჭირო იყო სათანადო დანადგარები, ქარხანა და სულ მცირე 20 ძროხა. ვიფიქრეთ სესხის აღება მაგრამ მას შემდეგ რაც რამოდენიმე ბანკის პირობებს გავეცანით მივხვდით რომ ბანკის ფული ძალიან ძვირი გვიჯდებოდა. ბანკი მცირე ფერმერებს მაღალ რისკ ჯგუფს მიაკუთვნებს და სესხის წლიური პროცენტი არასოდეს არ არის 24 % ნაკლები.

ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ აღარ აგვეღო კომერციული სესხი. ამის მაგიერ მეზობლებს შევთავაზეთ საერთო ფინანსური რესურსებით შეგვეძინა, საჭირო დანადგარები და გაგვემართა ქარხანა ფერმისათვის. სამწუხაროდ მობილიზებული თანხები არ აღმოჩნდა საკმარისი დანადგარების შესაძენად. ეს კი თავის მხრივ ხელს გვიშლიდა გვეწარმოებინა ხარისხიანი პროდუცია რომელიც ყველა სამომხმარებლო მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. რაც იწვევდა იმას რომ ჩვენ ვერასდროს შევიდოდით დიდ ბაზრებზე რადგანაც იქ ხარისხი უფრო მკაცრად კონტროლდება. შედეგად ჩვენ აღმოვჩნდით შუაში გზაში გაჩხერილი.

"იმედი ჰორიზონტზე გამოჩნდა მაშინ როდესაც პინ-მა ენპარდ-ის ფარგლებში გამოაცხადა საგრანტო კონკურის მცირე ფერმერულ ჯგუფებზე, რომელთაც სურდათ ერთობლივად გამკლავებოდნენ პროდუქციის წარმოების, შენახვისა და გაყიდვის პრობლემებს. გრანტის მაძიებელს უნდა დაეკმაყოფილებინა მრავალი მოთხოვნა და მოემზადებინა ბიზნეს გეგმა, რომელიც აღწერდა ბიზნესის არა მხოლოდ ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნიკურ და მარკეტინგულ ასპექტებს, არამედ კოოპერატივის სტრუქტურას და მისი წევრების კონკრეტულ ფუნქცია მოვალეობებს. ეს მართლაც ცხოვრებაში ერთხელ რომ მოდის ისეთი შანსი იყო ჩვენთვის. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბიზნეს გეგმა რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიღებდით ვალდებულებას აგვეშენებინა პროდუციის წარმოებისათვის საჭირო ქარხანა, ხოლო პინ-ი დაგვეხმარებოდა სათანადო დანადგარებით," ამბობს ლამზირა ხვედელიძე, კოოპერატივში ოთხიდან ერთ-ერთი ქალბატონი.

"ბიზნეს გეგმის მომზადება ახალი გამოცდილება და გამოწვევა იყო ჩვენთვის. ხშირი იყო ისეთი შემთხვევები როდესაც კალკულაციას სწორად ვერ ვაკეთებდით რაც დიდ დაძაბულობას და დაბნეულობას იწვევდა, ღიმილით იხსენებს მამუკა ვაშაკიძე. აქაც გაგვიმართლა, რადგანაც პინ-მა მოგვიჩინა ექსპერტები რომლებიც ბიზნეს გეგმის დაწერაში კონსულტაციებს გვიწევდნენ. შედეგად ჩამოვაყალიბეთ ბიზნეს გეგმა და 26 სხვა აპლიკანტთან ერთად გადავაგზავნეთ პინ-ში შეფასებისათვის. რამოდენიმე კვირაში მივიღეთ შეტყობინება რომ ჩვენი გეგმა შეფასდა როგორც ყველაზე რეალური და გვქონდა გრანტის მოპოვების კარგი შანსი. ამ იმფორმაციამ დიდი სიხარული მოგვიტანა ჩვენ და ჩვენს ოჯახებს, მაგრამ ამასთანავე ჩვენ უნდა გვეჩქარა რომ მოგვესწრო ჩვენი მხრიდან აღებული ვალდებულების შერულება და უნდა აგვეშენებინა ქარხანა სადაც მოხდებოდა პროდუქციის წარმოება,"

გრძელი სიტყვა მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მხრიდან მომზადება 5 თვე გაგრძელდა. ზამთრის პერიოდში ჩვენ გავზარდეთ ძროხების რაოდენობა 14-დან 20-მდე და დავასრულეთ ქარხნის მოწყობა. საჭირო დანადგარები თებერვალში გადმოგვეცა და ორ თვეში ჩვენმა კოოპერატივმა სრული დატვირთვით დაიწყო მუშაობა. დანადგარები რომლებიც მივიღეთ შეადგენდა, პასტერიზატორს, ყველის სახარშავ მოწყობილობას, უჟანგავი რკინის მაგიდებს, ხარისხის შემოწმებელი ინსტრუმენტებს და რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო სხვა და სხვა ელემენტებს. გარდა ამისა გადმოგვეცა მეორადი მოხმარების მინი ავტობუსი მაცივრით, რომლის მეშვეობითაც რძე მიგვაქვს ქარხანაში და შემდეგ რძის პროდუქტები ბაზარში," ამბობს გია რომელიც ბრუნდება ყველის საწყობიდან პიტნიანი ყველით ხელში.

ამ დროს ელენა და ელგუჯა რომლებიც მთელი ეს დრო ჩუმად იყვნენ, ჩაერთნენ საუბარში. "ნახეთ რა შედეგს მივაღწიეთ მას შემდეგ რაც აპრილში დავიწყეთ ჩვენი ბიზნეს პროექტი. ჩვენს მიერ გამოყენებული დღიური რძის ნორმა გაიზარდა 200-დან 500 ლიტრამდე, მოცემული რაოდენობის ნახევარს საკუთარი კოოპერატივის ძროხებისგან ვღებულობთ, ხოლო მეორე ნახევარს სოფლის გლეხებიდან ვყიდულობთ. ყოველდღიურად მიღებული რძე საკმარისია ვაწარმოოთ 65-70 კგ ყველი. თუ ჩვენ მას მომწიფების გარეშე ახლად გამზადებულს გავყიდით დღეში 400-500 ლარის შემოსავალი მოაქვს"


"მაგრამ ჩვენ აქ არ ვჩერდებით" გვეუბნება ელგუჯა. ჩვენ ჩვეულებრივი ყველისგან ვამზადებთ სულგუნს, ქართული ყველს რომელიც წააგავს იტალიურ მოცარელას. ჩვენ ასევე ვამატებთ გამხმარ სხვა და სხვა მცენარეებს და ვღებულობთ ყველის სხვა და სხვა სახეობებს. ახლო მომავალში ვგეგმავთ შებოლილი სულგუნის წარმოების დაწყებას, აი ეს არის ის უნიკალური პროდუქტი რომელიც ძალიან დაფასებულია მომხმარებლების მიერ და ძვირად ფასობს ბაზარზე."

"თუ დასაწყისში შემოსავალი წევრზე არ აღემატებოდა 5-6 ლარს დღეში ეხლა ეს ციფრი გაორმაგდა, ზოგ შემთხვევაში გასამმაგდა კიდეც. ეს ყველაფერი არის იმ ინვესტიციის შედეგი რომელიც ჩვენ და პინ-მა ჩადო ამ საწარმოში. ჩვენ დღეს-დღეობით ვაწარმოებთ უკეთესი ხარისხის და უფრო ძვირად ღირებულ ყველს, და უკვე გვაქვს წვდომა უკეთეს ბაზრებთან ვიდრე ეს მანამდე იყო"

"და ეს მხოლოდ დასაწყისია," აგრძელებს მამუკა "ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი ფული დამატებით ძროხების შესაძენად, მაგრამ თუ ჩვენ მივიღებთ უფრო მეტ წევრს კოოპერატივში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა გავზარდოთ რძის მარაგი. ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩვენ გავზრდით წარმოებას და გამომდინარე აქედან შემოსავალსაც. თუ ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი და შევქმნათ კიდევ უფრო მრავალფეროვანი ასორტიმენტი მაშინ ჩვენს წინაშე გაიხსნება ისეთი დიდი ქალაქების ბაზრები როგორებიც არიან, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი. ეს კი თავისთავად გამოიწვევს მეტ შემოსავალს, ესეიგი მეტ რესურს ჩვენი კოოპერატივის სამომავლო გაფართოვებისათვის. ეს ასევე ნიშნავს სოფელში მცხოვრები კოოპერატივის არა-წევრ გლეხებისათვის შემოსავლების ზრდას, ისინი შეძლებენ მეტი რძის გაყიდვას და შედეგად მეტი თანხის გამომუშავებას."

"უნდა აღვნიშნოთ რომ, გლეხებმა რომლებმაც დაინახეს ჩვენი წარმატება, გამოხატეს სურვილი შემოუერთდნენ კოოპერატივს, მათ შორის ისეთებიც არიან რომლებიც სულ რაღაც ერთი წლის წინ სკეპტიკურად უყურებდნენ ჩვენს წამოწყებას " სიამაყით ამბობს გია.

ამასობაში ჩვენი საუბარიც დასასრულს მიუახლოვდა, ჩვენ ვჩქარობთ რომ ვესტუმროთ პინ-ის მიერ დაფინანსებულ კიდევ ერთ კოოპერატივს რეგიონში, რომლებმაც ასევე ზამთარში მიიღეს გრანტი.

როდესაც ერთმანეთს ვემშვიდობებოდით, ელენემ კონფიდენციალურად გვითხრა, ფული არის აუცილებელი, რადგანაც ის აუმჯობესებს ჩვენი ცხოვრების დონეს. მაგრამ ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის ანალოგიურად მნიშვნელოვანია მომავლის მზარდი რწმენა. ჩვენ მადლობელი ვართ პინ-ის რომელმაც თავდაჯერებულობა და უკეთესი მომავლის რწმენა დააბრუნა ჩვენს ოჯახებში.

პროექტი: მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში

დონორები: ENPARD, ჩეხეთის განვითრების სააგენტო.


ავტორი: Buba Jafarli, Project manager