ყაზბეგის რაგბის ბავშვთა გუნდი

ყაზბეგის რაგბის ბავშვთა გუნდი "ყაზბეგი" ნამდვილი მაგალითი იმისა რომ შეუძლებელი არაფერია

„ყოფილა შემთხვევები, როდესაც რაგბის ბურთის არ ქონის გამო ფეხბურთის ბურთით გვივარჯიშია. მაგრამ მიუხედავად ამისა, წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ შევძელით 15 ტურნირის მოგება, საერთო ბალანსით 45 მატჩი, 43 გამარჯვება და 2 ფრე," სიამაყით ამბობს გოჩა ჩქარეული ყაზბეგის ახალგაზრდული სარაგბო გუნდ „ყაზბეგი"-ის მწვრთნელი

მიუხედავად მდიდარი ახალგაზრდული რესურსისა, ყაზბეგის რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა სპორტული კლუბები. გამომდინარე აქედან ახალგაზრდებს არ გააჩნდათ სპორტის ამა თუ იმ სახეობაში საკუთარი ნიჭი გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა.

ყოფილმა წარმატებულმა მორაგბე გოჩა ჩქარეულმა, რომელსაც საქართველოს უმაღლეს ლიგაში არაერთი შთამბეჭდავი მატჩი აქვს ჩატარებული და რომელიც დღესდღეობით საქართველოში სულ რაღაც 40 პირველი რანგის მქონე მწვრთნელთა შორისაა, არსებული რეალობის შეცვლას 4 წლის წინ დაისახა მიზნად. მან გადაწყვიტა რომ ყაზბეგში ჩამოეყალიბებინა რაგბის ბავშვთა გუნდი.

„ვხედავდი ახალგაზრდულ რესურს რომელიც ყაზბეგში იყო, რომელთაც არ ქონდათ შესაძლებლობა საკუთარი თავი სპორტის სხვა და სხვა სახეობებში წარმოეჩინათ და ყაზბეგისათვის წარმატება და სახელი მოეტანათ, ამან გადამაწყვეტინა ჩამომეყალიბებინა რაგბის გუნდი რომელსაც სჭირდება ძალა, გამძლეობა და გონიერება, რომელიც ხევის ახალგაზრდებს ნამდვილდა ჭარბათ გააჩნიათ " ამბობს გოჩა.

ამ მიზნით გოჩამ დაიარა სტეფანწმინდის და ახლომახლო სოფლების სკოლები და ბავშვებში რაგბის მიმართ ინტერესი გააჩინა. სულ მალე კი ჩამოყალიბდა გუნდი, რომელსაც ბავშვებმა ყაზბეგის „ზვავი" (რომელსაც შემდეგ სახელი შეეცვალა და ყაზბეგი ეწოდა) დაარქვეს. თავიდან მასთან 10-15 ბავშვმა დაიწყო ვარჯიში, დღეს დღეისობით კი 44 ბავშვი ვარჯიშობს გოჩასთან, რომელთა ასაკი 12-დან 17 წლამდე მერყეობს. ბავშვებმა მალევე აუღეს ალღო რაგბის და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ.

გამოწვევები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე

რა თქმა უნდა არ არსებობს წარმატება გამოწვევების გარეშე და „ყაზბეგი"-საც მრავალი პრობლემისა თუ გამოწვევის გადალახვა უხდებოდა და უხდება დღესაც. არასათანადო დარბაზი ტრანსპორტირებისა თუ სასმელი წყლის პრობლემა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პრობლემების რომელიც გუნდს გააჩნია.

„დასაწყისი რთული იყო, გვჭირდებოდა დარბაზი და ელემენტარული სავარჯიშო პირობები, რასაც ხედავდა ადგილობრივი თვითმართველობა და შეძლების და გვარად გვეხმარებოდა მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იყო საკმარისი. მიუხედავად იმისა რომ გვიწევდა ზამთარში სიცივეში ვარჯიში, სადაც არ გვქონდა დასალევი წყალიც კი, ბოთლებით მოტანილი წყალი კი მალევე იყინებოდა და პრაქტიკულად წყურვილის მოკვლა შეუძლებელი იყო ვარჯიშების დროს" ამბობს გოჩა

დარბაზი და წყლის პრობლემა არ იყო უკანასკნელი პრობლემა რაც „ყაზბეგი"-ს გააჩნდა და დღესაც გააჩნია. ტრანსპორტირება არის ის პრობლემა რომელიც ერთ ერთი მთავარი გამოწვევაა გუნდისთვის. ტრანსპორტირების პრობლემის გადაჭრის მიზნით ადგილობრივმა თვითმართველობამ 3 წლის წინ მათ მინი ავტობუსი გამოუყო, მაგრამ დღეს დღეობით ის უკვე მოძველებულია და მისი გამოყენება შეუძლებელია.

„ტრანსპორტირება უდიდეს პრობლემას გვიქმნის, ჩვენ გვიწევს ამა თუ იმ ქალაქში გასვლა ახალგაზრდული ლიგის ფარგლებში, რისთვისაც ვქირაობთ სატრანსპორტო საშუალებას რაც რა თქმა უნდა ძალიან ძვირი ფუფუნებაა. ყოფილა შემთხვევები როდესაც ტრანსპორტირების პრობლემის გამო თამაშზეც ვერ წავსულვართ."

ქალაქთა შორის ტრანსპორტირების პრობლემასთან ერთან პრობლემაა ბავშვების ვარჯიშზე მოყვანის და უკან ოჯახებში ვარჯიშის შემდეგ დაბრუნების საკითხიც.

„5:00 საათზე ვიწყებ ჩემი ავტომობილით ბავშვებთან არშა, სნო, ცდო და სხვა სოფლებში ჩამოვლას გუნდის ყველა წევრის სავარჯიშოდ მოსაყვანად. რადგანაც მანძილი დარბაზამდე და გარეული ცხოველებისგან წამოსული საფრთხე ახალგაზრდებისთვის გადაულახავი პრობლემებია, და ჩვენ ჩვენი ძალებით ვახერხებთ მათ ვარჯიშზე მოყვანას და შემდეგ უკან უსაფრთხოდ ოჯახში დაბრუნებას."

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა რაგბის ახალგაზრდული გუნდი „ყაზბეგი" ძალიან წარმატებულია. წელიწად ნახევრის განმავლობაში მათ შეძლეს 15 ტურნირის მოიგება და ჩატარებული 45 მატჩიდან 43 -ში გაიმარჯვეს და სულ რაღაც 2 მატჩი დაასრულეს ფრედ. შედეგად 2016 წელს გუნდი დამსახურებულად დასახელდა აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდულ კოლექტივად, რასაც მოჰყვა საფრანგეთიდან მონაკოს ტურნირზე მიწვევა. გარდა ამისა კლუბის აღზრდილი ორი რაგბისტი საქართველოს იუნიორთა ნაკრებში მიიწვიეს ხოლო სამი უმაღლესი ლიგის კლუბებმა გადაიბირეს რაც უდიდეს წარმატებად და იმ დიდი ძალისხმევის დაფასებად უნდა ჩაითვალოს რაც გუნდმა და მისმა მწვრთნელმა მთელი ამ წლების განმავლობაში გასწიეს.

უნდა აღინიშნოს ყაზბეგის ადგილობრივი თვითმმართველობის უდიდესი ძალისხმევა რომ მომხდარიყო გუნდის ამა თუ იმ საჭიროებებით უზრუნველყოფა მაგრამ მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ძნელია გუნდის ყოველმხრივი უზრუნველყოფა.

2015 წელს ყაზბეგში ევროკავშირის პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი"-ის ფარგლებში ჩამოყალიბდა ყაზბეგის განვითარების ჯგუფი, რომელმაც ყაზბეგის ყველა სოფელი მოიარა და მოსახლეობასთან შეხვედრებზე რეგიონის პრიორიტეტული მიმართულებები ჩამოაყალიბა, რომელშიც მოხვდა რეგიონში სპორტის განვითარების ხელშეწყობა. შედეგად გამოცხადდა საგრანტო კონკურსი რომლის ფარგლებშიც რაგბის საბავშვო გუნდ „ყაზბეგი"-ს გადაეცა ყველა ის სავარჯიშო ინვენტარი რაც მათ მრავალი წლის განმავლობაში ასე აკლდათ.

„წლების განმავლობაში არ გვქონდა ნორმალური ეკიპირება, ბურთები მაგრამ რაც ყველაზე დიდ პრობლემას გვიქმნიდა იყო შერკინების დანადგარი. რომლის არქონაც სპორტული თვალსაზრისის გარდა ჯანმრთელობის მხრივაც გვიქმნიდა პრობლემებს, რადგანაც ჩვენით ხელოვნურად მომზადებული დანადგარზე ვარჯიშის დროს დიდი იყო ხერხემლის დაზიანების საფრთხე. ჩვენდა სასიხარულოდ 2016 წელს People in Need-ს პროექტის ფარგლებში ჩვენ დაგვიფინანსა რაგბის სავარჯიშო ინვენტარის შეძენა და რაც მთავარია ძვირად ღირებული შერკინების აპარატი რაც ოცნებაშიც კი ძნელად წარმოსადგენი იყო. შემიძლია თამამად ვთქვა რომ ასეთი დახმარება რაც People in Need-მა გაგვიწია ჩვენი 4 წლიანი არსებობის მანძილზე არავის გაუწევია. შერკინების დანადგარი გვაძლევს შესაძლებლობას ბევრად უფრო დავხვეწოთ ჩვენი თამაში და თავიდან ავიცილოთ ტრავმები. ეს არის მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენი გუნდისთვის არამედ მთელი ყაზბეგისათვის რადგანაც ჩვენი გუნდი არ არის მხოლოდ რაგბის გუნდი ის არის დიდი სიხარულის მომტანი მთელი ყაზბეგისთვის რომელიც სიამაყით ივსება ყველა ჩვენს წარმატებაზე" ამბობს გოჩა.

People in Need-ის მხარდაჭერას მოჰყვა კლუბით ისეთი გავლენიანი კომპანიების დაინტერესება როგორებიც არის დარიალ ჰესი და ქელასი. ამ ორმა კომპანიამ სურვილი გამოთქვა კლუბის ფინანსური მხარდაჭერის და შედეგად, დარიალ ჰესმა 2017 წლის მარტიდან დაიწყო კლუბს კეთილდღეობაზე ზრუნვა.

„მიუხედავად პრობლემებისა არასდროს არ დაგვიხევია უკან რადგანაც გვჯეროდა ჩვენი საქმის და იმის რომ ყაზბეგში შესაძლებელი იყო ჩამოყალიბებულიყო საქართველოში ანგარიშგასაწევი გუნდი და ეს მისია შესრულებულია. მაგრამ გვჯერა რომ კიდევ მეტი შეგვიძლია და შეუძლია ხევის ახალგაზრდებს და თუ დღევანდელ რეალობას გადავხედავთ მიუხედავად კვლავაც არსებული პრობლემებისა მომავალი ნათელი ჩანს, ჩვენ გამოგვიჩნდა ერთგული სპონსორი, ამასთანავე თვითმმართველობა როგორც ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნება და ევროკავშირისა და People in Need-ის მხარდაჭერაც გვჯერა რომ მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენს ახალ სპონსორებს უკვე შევატყობინეთ რომ ჩვენ გვინდა იმ ორგანიზაციის ლოგო გვქონდეს მაისურებზე რომელმაც წარმოუდგენლად დიდი დახმარება გაუწია ჩვენს გუნდს და ზოგადად ყაზბეგის ახალგაზრდებს და ეს ასეც იქნება 2017 წლიდან სპონსორის ლოგოსთან ერთად People in Need-ის ლოგოთი გამოვალთ საქართველოს იუნიორთა ჩემპიონატზე."
ავტორი: Ramaz Chichinadze