რა საერთო აქვთ ფიფლ ინ ნიდ-სა და ფრანც კაფკას:  ჩვენი ლოგოს ისტორია

რა საერთო აქვთ ფიფლ ინ ნიდ-სა და ფრანც კაფკას: ჩვენი ლოგოს ისტორია

18. 11. 2019

ორგანიზაციის „ფილ ინ ნიდ“ ლოგოზე გამოსახულია ადამიანი, ზურგს უკან შემოწყობილი ხელებითა და სამი მხრიდან გარშემორტყმული ბარიერებით.


როგორც „ფიფ ინ ნიდ“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა იან ურბანმა ჩეხურ გაზეთს „Deník Referendum“ განუცხადა: „„ფიფლ ინ ნიდ-ის ლოგო ერთხმად იქნა შერჩეული მხატვრის ადამ ჰოფმაისტერის მიერ შექმნილ რამდენიმე ესკიზს შორის. ესკიზები ნაროდნის ქუჩაზე მდებარე რედაქციას „Lidové noviny“ წარვუდგინე. არჩევანს 2 წუთიც კი არ დასჭირდა, რადგან გაჭირვებაში მყოფი ადამიანის თემატიკა რეზონანსული იყო ყველა ჩვენგანისთვის.“

ორგანიზაციის სახელწოდება ერთ-ერთი წარმატებული ჰუმანიტარული ოპერაციის „Nachbar in Not“ („მეზობელი გაჭირვებაში“) ვარიაციაა, რომელიც ავსტრიული საზოგადოებრივი ტელევიზიის ORF ორგანიზებით მოეწყო. მეზობელი კი იუგოსლავია იყო, სადაც 90-იან წლებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.

როგორ შეიქმნა თავად ესკიზი?

1907 წლის ნოემბერში, ფრანც კაფკამ მუშაობა იტალიურ სადაზღვევო კომპანიაში „Assicurazioni Generali“ დაიწყო. მისი იმდროინდელი მიმოწერა მეტყველებს, რომ იგი კმაყოფილი იყო სამუშაო გრაფიკით, რადგან საშუალება ჰქონდა ყურადღება დაეთმო წერის პროცესისთვის. ამავე პერიოდში, მან აღნიშნა, რომ ის თავს ესკიზების ავტორად უფრო გრძნობდა, ვიდრე მწერლად. შეყვარებულისადმი, ფელიზ ბაუერისადმი მიწერილ წერილში ფრანც კაფკა ამბობს: „მე უდავოდ გავხდებოდი ესკიზების დიადი ავტორი. თუმცა, ხატვა სასკოლო სისტემის პირობებში შევისწავლე, საშუალო შესაძლებლობებით გამორჩეული მხატვრის ხელმძღვანელობით; ასე რომ, მე დავკარგე ჩემი ნიჭი“.

დღემდე შემორჩენილია ფრანზ კაფკას ორმოცდაათამდე ესკიზი, რომელთა ნაწილი გამოფენილია კაფკას მუზეუმში, ქალაქ პრაღაში.

ავტორი: PEOPLE IN NEED, PEOPLE IN NEED