საგრანტო კონკურსი - პროექტი „არაგვის თემთა მდგრადი განვითარება

საგრანტო კონკურსი - პროექტი „არაგვის თემთა მდგრადი განვითარება"

11. 11. 2019

„ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN) ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების ხელშეწყობის პარალელურად, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიაზე დაფუძნებული თავისუფლების დანერგვაზეა ორიენტირებული. იგი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პროექტი განახორციელა მსოფლიოს 37 ქვეყანაში. „ფიფლ ინ ნიდ“ საქართველოში 2005 წლიდან მოღვაწეობს და წარმოდგენილია ოფისებით თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და სტეფანწმინდაში.

2019 წლიდან „ფიფლ ინ ნიდ“ (People In Need - PIN), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს  მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „არაგვის თემთა მდგრადი განვითარება.”

პროექტის მიზანია, არაგვში მუდმივად ან სეზონურად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ისევე როგორც, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურად ჩართვა არაგვის განვითარებაში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ცხადდება საგრანტო კონკურსი რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია:

• ტურიზმის განვითარება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.

• სოფლის მეურნეობის განვითარება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.

• სოფლის განვითარების სხვა აქტივობები, რომლებიც პირდაპირ უწყობენ ხელს ან ქმნიან ხელსაყრელ გარემოს ზემოთხსენებული სექტორების განვითარებისთვის.

სპეციფიური პრიორიტეტები 2019 წლის სტრატეგიული საგრანტო კონკურსის ფარგლებში:

• საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობა და/ან გაუმჯობესება სამიზნე მიმართულებებით;

• ახალი, ინოვაციური და უსაფრთხო ტურისტული სერვისების შექმნა ან გაუმჯობესება (ცხენოსნობა, ჯომარდობა (რაფტინგი) ველოსიპედების გაქირავება და სხვა).

• ტრადიციული რეწვის და ხელოსნობის/ხელნაკეთი ნივთების წარმოება ბიზნესის მიზნებისთვის;

• ტურიზმის, საფეხმავლო/სალაშქრო ბილიკების საინფორმაციო სერვისები;

• მომსახურებები, რომლებიც დააკავშირებს გუდამაყრის, ხევსურეთისა და ფშავის ტურისტულ პოტენციალს;

• კვების მომსახურების ობიექტები, სურსათის უვნებლობის რეგულაციების შესაბამისად.

• საკვები და არასაკვები პროდუქციის წარმოება;

• აღჭურვილობა პირუტყვის კვების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის ან საკვების წარმოებისთვის, სათიბი აღჭურვილობა (სათიბ/საჭრელები, თივის დამფასოებელი/საპრესი და ა.შ.)

• პირველადი პროდუქციის გადასამუშავებელი, შესანახი ან შესაფუთი დანადგარები/აღჭურვილობა, წარმოების პროდუქტიულობის გასაზრდელად ან გასაუმჯობესებლად (თაფლი, რძის ნაწარმი და ა.შ.).

• ვეტერინარული ან/და სოფლის მეურნეობის ექსტენციის სერვისები.

• ნარჩენების მართვა;

• სხვა ინოვაციები რომელიც ზემოთ აღნიშნულ სფეროებს შეეხება

ვადები:

• საგრანტო კონკურსის გამოცხადება, საინფორმაციო კამპანია - 6 -15 ნოემბერი

• ინტერესთა გამოხატვა ცხელ ხაზზე: 6 - 15 ნოემბერი

• კონსულტაციები: 13 - 21 ნოემბერი (განაცხადების მიღების პარალელურად)

• განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 22 ნოემბერი (ფიზიკურად დაბეჭდილი ვერსია - დალუქულ კონვერტში - გამარტივებული ხელმისაწვდომობისთვის განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ლოკაციებზე: თბილისი, ბარისახო, გუდამაყარი, ფშავი, სოფ. ჩინთი);

• განაცხადების შეფასება, მათ შორის საველე ვიზიტები და გასაუბრებები: 22 - 27 ნოემბერი.

შედეგების გამოცხადება და გრანტიორებთან ხელშეკრულებების გაფორმება: 28 ნოემბერი - 5 დეკემბერი;

საგრანტო დოკუმენტაცია: 

სტრატეგიული გრანტების სახელმძღვანელო

საპროექტო განაცხადების შეფასების ფორმები (დანართი 4)

ბიზნეს-განაცხადის-ფორმა (დანართი 2)

საჯარო და არამოგმებიანი-განაცხადის-ფორმა (დანართი 3)

სამიზნე სოფლების ჩამონათვალი (დანართი 1)

განმცხადებლების მხარდაჭერა:

• ცხელი ხაზი პირველადი კონსულტაციებისთვის: 599 85 31 81. ~

• ცხელი ხაზი იმუშავებს 2019 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით:

• დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ WWW.PIN.GE  

ავტორი: რამაზ ჭიჭინაძე, კომუნიკაციის ოფიცერი